

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ოქტომბრამდე გორს 12 498 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გახსნიდან დღემდე 12 498 ვიზიტორმა გამოთქვა. აქედან 1 349 დამთვალიერებელი ივნისში გვსტუმრობდა, ივლისში - 2 731, აგვისტოში - 3 392, სექტემბერში - 2743, ოქტომბერში კი, 2283.
ტურისტებს შორის, 10 421 ადგილობრივი დამთვალიერებელი 2 077 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან მოიხსნა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი