გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ჯამში კი, საქართველოში კორონავირუსი 31 170-მა პაციენტმა დაამარცხა.
გარდაიცვალა 19 პირი, საერთო ჯამში, კორონავირუსით გარდაცვალების 381 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 3 004 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 28 330 პირი.