რჩევები
03.11.2020 13:07
რა სიმპტომები ვლინდება კოვიდ 19-ით დაინფიცირებიდან სრულ განკურნებამდე
ბოლო პერიოდში, ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორისაა, თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ განვასხვაოთ სეზონური ვირუსი და კორონავირუსი ერთმანეთისგან და ზოგადად, რა ეტაპებს გადის ორგანიზმი კოვიდ 19-ით დაინფიცირებიდან სრულ განკურნებამდე. გახსოვდეთ, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეთ რამდენად სანდო წყაროდან იღებთ ინფორმაციასა და რჩევებს. GMnews-ის ქვემოთ მოცემულ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას და მიიღებთ რჩევებს კოვიდ-19 ის სიმპტომების ამოცნობისა და განკურნებისთვის სასარგებლო მეთოდების შესახებ.
კორონავირუსის სიმპტომები დაინფიცირებიდან მესამე დღეს ვლინდება. ესენია: მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი; თვალების წვა და ტკივილი; თავის ტკივილი; გულისრევა; ფაღარათი; სურდო ან „გაჭედილი“ ცხვირი; წვა შარდვისას; მაღალი ტემპერატურა ან მისი მხოლოდ შეგრძნება; ყელის სიმშრალე, ფხაჭვნა ან ტკივილი. პირველი სამი დღე დააკვირდით ამ სიმპტომებს და იმოქმედეთ, სანამ სიცხე აგიწევდეთ.
ყურადღება! მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება. უმჯობესია სუფთა სასმელი წყალი.
მე-4-დან მე-8 დღემდე გრძელდება მეორე, ანუ ანთებითი ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა; დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისასაც კი; ტკივილი გულმკერდის არეში; ტკივილი თირკმლის არეში.
კოვიდ-19 იკავებს (იკავშირებს) ჟანგბადს, ამიტომაც მცირდება მისი შემცველობა სისხლში და მთლიანად ორგანიზმში. ანამნეზისას შეეცადეთ განასხვავოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობისაგან.
დაღლილობის შეგრძნება - ადამიანი ასრულებს უმარტივეს მოძრაობას და მაშინვე იღლება.
სუნთქვის უკმარისობა - ადამიანს მოძრაობის გარეშე, მჯდომარე მდგომარეობაშიც კი უჭირს სუნთქვა.
მე-9 დღიდან იწყება მესამე, ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.
რამდენიმე რჩევა ვირუსით ინფიცირებულებისთვის ან პრევენციისთვის:
მიეფიცხეთ მზეს 15-20 წუთით დღეში, რასაკვირველია, თუ ამის საშუალება არსებობს; სვით 1,5 ლიტრი წყალი დღეში და მიიღეთ C ვიტამინი ან მისი შემცველი საკვები; გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის pH მერყეობს 5,5-დან 8,5- მდე, ამიტომ სასურველია ვიკვებოთ არა მჟავე, არამედ ალკალინური ანუ ფუძოვანი საკვებით. ასეთი შემცველობის ხილია: ბანანი, ლაიმი - pH 9,5; ყვითელი ლიმონი - pH 8; ავოკადო - pH 15,6; მანდარინი - pH 8,5; ფორთოხალი - pH 9,2 და ანანასი- pH 12,7
GMnews გისურვებთ ჯანმრთელობას!
კვირის ამბები