უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, 3 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრუბლიანიამინდი და ნაწილობრივ ნალექია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და დღისით მოსალოდნელია +12, +19 გრადუსი, ღამის საათებში კი ჰაერი +5, +9 გრადუსამდე გათბება.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ყველაზე მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა +19 გრადუსი ნავარაუდევია 4 ნოემბერს.
აღნიშნული ერთი კვირის განმავლობაში, გორისთვის ტრადიციულად, მოსალოდნელია ქარიც.
რაც შეეხება 3 ნოემბერს, გორში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა.