ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კორონავირუსით ინფიცირებული დაკავებულები და იზოლატორის თანამშრომლები ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს-ზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯავის კლინიკაში იზოლატორიდან 22 პირია გადაყვანილი.
რაც შეეხება დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს, „რესის“ ინფორმაციით, მას კოვიდ 19-ის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და უკვე განიკურნა.
კორონავირუსით დაინფიცირდნენ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი და დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს