საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი და მთლიანობაში, ქვეყანაში კოვიდინფექცია 19 810-მა პირმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.