

წუხელის, გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.
პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს.
შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს