

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა,11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიკროავტობუსს თბილისში გამართული აქციის მონაწილეები სამეგრელოს მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. დაშავებულთაგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს