

წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 200-240 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 18 იანვარია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის