სკოლამდელი აღზრდის იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დღეიდან სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, საარჩევნო უბანი 12 საბავშვო ბაღშია მოწყობილი და შესაბამისად, 12-ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
„ბაღები, სადაც მოწყობილია საარჩევნო უბნები, 28, 29 და 30 ოქტომბერს არ იმუშავებს. ამასთან, აღნიშნულ ბაღებში 2 ნოემბერს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 3 ნოემბრიდან განახლდება. რაც შეეხება იმ ბაღების ჩამონათვალს, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ესენი გახლავთ: N1 ბაგა-ბაღი თოიძის ქუჩაზე, N4, N6, N15, N17, N19, კარალეთის N1, ქვეშის, კარბის, მარანის, ხიდისთავის და ატენის ბაღები“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.