საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი და მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 14 829-მა პაციენტმა დაამარცხა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, COVID 19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3 507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 344-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე