საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 32 127-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 12 632-მა პაციენტმა დაამრაცხა.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 238-ს შეადგენს.