მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 183 გახდა.
გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24562-მდე გაიზარდა.