საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღის მონაცემებით, ჯამში 183-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი - 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სულ საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული.