საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, კოვიდ 19-ის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 172 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 9003-ს მიაღწია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.