საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ვებ.გვერდის ცნობით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 21 208-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი და დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 9 003-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში 21 205 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4 462 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 3 071 პირი იმყოფება. ამასთან, კოვიდსასტუმროში მკურნალობას 1 772 მოქალაქე გადის. ქვეყნის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 21 703 პირი იმყოფება.