საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ვებ.გვერდის ცნობით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 19 857-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი და დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 8 666-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 6 407 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 2 862 პირი რჩება. კოვიდ სასტუმროებში, დღეის მონაცემებით 1 420 პირი იმყოფება.