საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 18663-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 8338-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში 10 325 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.