ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 8 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136 გახდა.
გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8060-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 1388 ადამიანი. „კოვიდ“ სასტუმროში კი 1393 მოქალაქეა მოთავსებული.