ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 11 პირი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124 გახდა.