უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მოსალოდნელია +19, +25 გრადუსი. ყველაზე მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა +25 გრადუსი ნავარაუდევია 16-17 ოქტომბერს.
აღნიშნული ერთი კვირის განმავლობაში, გორისთვის ტრადიციულად, მოსალოდნელია ქარიც.
13 ოქტომბერს, გორში, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, 12-დან 18 საათამდე კი მოსალოდნელია ქარი 10 მ/წ-მდე.
20 ოქტომბერს კი, დღის გარკვეულ მონაკვეთებში ქარის სიჩქარე 12 მ/წ-მდე მოიმატებს.