კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5866 გახდა. პარალელურად, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 72 -მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 ადამიანი.
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 338-ს შეადგენს.