ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 471 ახალი შემთხვევის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 7564-მდე გაიზარდა, აღნიშნულის გარდა, კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 3992 პაციენტი.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი