

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გადაირცვალა, ორი კი - მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ავტობანზე მომხდარი ავარიისას, „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა. გარდაცვლილები 20-დან 25 წლამდე ასაკის მამაკაცები არაიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან შსს-ს საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მომხდარის გამო, ავტობანზე დაახლოებით ნახევარი საათით შეფერხდა მოძრაობა. საპატრულო პოლიციამ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანები გორის შემოვლით ან ალტერნატიულ გზაზე გადაამისამართა. ამ წუთებში კი, შესაძლებელი გახდა ავტობანზე მოძრაობის აღდგენა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს