ქვეყანაში 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 9 დადასტურდა შიდა ქართლში, 225 - აჭარაში, თბილისში - 35, იმერეთში - 22, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთი - 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19 საქართველოში კიდევ 314 პირს დაუდასტურდა.
ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი გარდაიცვალა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს