საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, ამ დროისთვის, 4664-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 54-ით გაიზარდა და 1759 გახდა.
დღეის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5584 მოქალაქე, სტაციონარში კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს