

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 22-ს შეადგენს.
გარდაცვლთაგან ერთი პაციენტი ერთი ქუთაისში მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი კლინიკაში, თანმდევი დაავადებებით, რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.