გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, საერთო ჯამში, 3695-ს შეადგენს.
stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში კი, საქართველოში კორონავირუსი 1534-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმშია 4988 მოქალაქე, სტაციონარში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კი - 836 პირი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დღეს მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.