

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306 გახდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 1481 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო