გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 21 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში განახლდება - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გორის უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული, სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის შესაბამისად წარიმართება.
„სასწავლო პროცესის თანმიმდევრულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საჭიროა სტუდენტებმა ყველა სასწავლო კურსის წამყვან პროფესორ-მასწავლებელს მიაწოდონ საკუთარი ელ-ფოსტა. ამასთან, განვმარტავთ, რომ ონლაინ სწავლისთვის სტუდენტებს დაჭირდებათ: ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი ტიპის კომპიუტერი ან ტელეფონი, მიკროფონით და კამერით“, - აცხადებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში სტუდენტები, გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს