გორში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისას მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით,ძლიერი დაკვამლიანებიდან მეხანძრე-მაშველებმა მწოლიარე ქალის უვნებლად გამოყვანა შეძლეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.
სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია და ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.