

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. 14 და 15 წლის ფეხით მოსიარულე გოგონებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მოზარდმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი მათგანი კლინიკა ,,გორმედში“, მეორე კი - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს