საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1596 გახდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - გამოქვეყნდა.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 15 პაციენტი დაემატა და ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1294-მა მოქალაქემ დაამარცხა.
ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 289 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.