

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის მოსახლეობისთვის წარდგენა მიმდინარეობს.
ღონისძიება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გახსნა. მოსახლეობას კი, მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ქვეყნის პრემიერმა - გიორგი გახარიამ წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, მომავალ არჩევნებში მმართველ გუნდის კანდიდატი შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი