

კოვიდ 19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში ბოლო 24 საათში. ჩატარებული ტესტირებების საფუძველზე, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1548 გახდა.
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 17 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1270 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 230 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი