საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - გამოქვეყნდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი შემთხვევიდან 14 არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 8 - შემოტანილი და 1-ის წყაროა უცნობია.
ვებ.გვერდის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1253 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.