საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 გახდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - გამოქვეყნდა.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1150 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 249 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.