საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე.
დამატებით ინფორმაციასა და გარდაცვლილის შესახებ კონკრეტულ დეტალებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 255 პირი.
საქართველოში, მთლიანობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 421 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 1 137 პაციენტი.