საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 421-ს შეადგენს, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში, კორონავირუსი 1 137-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 255 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.