საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 1394 გახდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - გამოქვეყნდა.
ვებ.გვერდის ცნობით, 4 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და 1132 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 278 პირი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.