ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი - stopcov.ge აქვეყნებს.
ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 370-ა.
გამოჯანმრთელებულების შესახებ stopcov.ge იუწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 10-მა პაციენტმა დაამარცხა, შესაბამისად, ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში ვირუსისგან 1 108 პირი განიკურნა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 278 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.