

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.
აპლიკანტებს შედეგების ნახვა შეეძლებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
ამასთან, გამოცდაში მიღებული შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის, მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
GMnews-ის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი