

ეროვნული ლიგის პირველი წრე 11 აგვისტოს, IX ტურით დასრულდა და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდა.
ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი პირველ წრეში ,,დილას" თავკაცი გიორგი ნემსაძე გახდა.
პირველი წრის გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სიმბოლური გუნდში კი ,,დილადან" 3 ფეხბურთელი მოხვდა. საინტერესოა, რომ სამივე მათგანი გორული კლუბის ლეგიონერია. ესენი არიან: ტოგოელი მცველი ბალგოუ იედუნტი, კენიელი ნახევარმცველი ამოს ნონდი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი.
II წრე ეროვნულ ლიგაში უკვე დღეს იწყება ,,თელავისა" და თბილისის ,,დინამოს" შორის გასამართი X ტურის შეხვედრით. ამ ტურის მატჩს გორის ,,დილა" 19 აგვისტოს შინ გამართავს და ქუთაისის ,,ტორპედოს" უმასპინძლებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს