კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1278-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კოვიდ 19-ით ინფიცირებული 4 პაციენტი. ამ დროისთვის, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1058 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 245 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.