კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1182-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ გვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კოვიდ 19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი. ამ დროისტვის, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 962 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 280 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.