საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ოთხი დაემატა და საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდინფექცია 959-მა მოქალაქემ დაამარცხა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 6919 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 251 მოქალაქე.
ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.