სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში აღნიშნულ პოსტზე მუშაობის ორი წლის შედეგებს აჯამებს. გიგი ხოჯევანიშვილის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს საღამოს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრებიან შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი