

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის განახლების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სავარაუდოდ დაგეგმილ ვადებში განახლდება.
„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ზედმიწევნით ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას. ბუნებრივია, ვაწარმოებთ დაკვირვებას და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა. დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი