საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა მცხეთის საავადმყოფოში უტარდებოდა. კლინიკის მედპერსონალის განცხადებით, კორონავირუსის პარალელურად, პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 337 პირი.
საქართველოში, მთლიანობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული.ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 929 პაციენტი.