გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1145-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში, კოვიდინფექცია 927-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 პირი.
კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი